• ნუცუბიძის 75ა მე-9 სართული
  • +995 32 195003, 599195067
  • contact@idilia.ge
logo

იყავი იდილიაში საკუთარ თავთან, შეიგრძენი წარმატება

14826411 10206216846934653 2054970298 n

 მოგესალმებით, მე გახლავართ თიკა ფანცულაია ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი "იდილიას" დამფუძნებელი.  ეს ჩემი არაფორმალური რეზუმეა. ვარ 41 წლის ვცხოვრობ თბილისში. მყავს მეუღლე და სამი შვილი, უფროსი 14წლისაა, შუათანა 8-ის, პატარა 5-ის , რომელიც თავს პატარად სულაც არ თვლის J. ჩვენთან სახლში ისეთივე ატმოსფეროა როგორც უმრავლეს ქართულ ოჯახში თავისი სირთულეებითა და წარმატებებით. რა გვაერთიანებს?: გვჯერა რომ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს.

ჩემი განათლების შესახებ

ვსწავლობდი საქ. მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის  ფსიქოლოგიის საწავლო ინსტიტუტში, სადაც პროფესიულად დავიბადე. ამ გარემომ ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. საოცარი პედაგოგები მყავდა. დარწმუნებული ვარ არცერთ მათგანს არ გაუკვირდება თუ  აქ მხოლოდ ბატონ ამირან გრიგოლავას მოვიხსენიებ, რომელმაც ჩემი პროფესიული გენოგრამა დააფუძნა, როგორც პრაქტიკოსის, მადლიერი ვარ მისი.

ჩემი სამუშაო გამოცდილება ორი მიმართულებით შემიძლია გავყო: როგორც პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი და როგორც ლექტორი.

ეს ორი მიმართულება დღემდე გადაჯაჭვულია ერთმანეთში, ვსწავლობ ვასწავლი, ვეხმარები, მეხმარებიან.

დრო გავიდა ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, დავიცავი დოქტორის ხარისხი (ადრე საკანდიდატო დისერტაციას ეძახდნენ) ბატონი შოთა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით.

2017 წლის  აგვისტოში დავამთავრე კავკასიის გეშტალტ თერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის  ინსტიტუტი, დავიცავი დიპლომი თემაზე - “თვით-შეფასების როლი ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის -გეშტალტ თერაპიის ხედვა” ჩეხი გეშტალტ თერაპევტის მარიან კრასტას ხელმძღვანელობით.

სალექციო საქმიანობა

დღეს ვარ საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსტეტის პროფესორი, სამაგისტრო პროგრამის “ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების” ავტორი და ხელმძღვანელი.

მოწვეულ სპეციალისტად ვკითხულობ ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუში(GIPA) და კავკასიის უნივერსიტეტში.

პირველი ნაბიჯები

დამოუკიდებელი პრაქტიკა დავიწყე 17 წლის წინ, ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ დაფუძნებულ “ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციაში. ერთ-ერთი პირველი კლიენტი როდესაც მოვიდა შეხვედრაზე სკეპტიკურად შემომხედა, და მითხრა თქვენ ხართ ფსიქოკონსულტანტი? კარი გაიხურა და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მესტუმრა ….მეც ისევე როგორც ჩემი თაობის კოლეგებს გარკვეული პერიოდი ჩვენი ასაკი და  მცირე გამოცდილება “ჩრდილად თან დაგვყვებოდა”.

ჩემი პირველი სალექციო კარიერა დაიწყო ჰუმანიტარულ ინსტიტუტში. ქალ. ლია ჭოველიემ შესაძლებლობა მომცა ჩემი ცოდნა გამეზიარებინა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. პირველი ლექცია, როგორც სტუდენტობის დროს ბატონმა შოთამ გაგვიზიარა 15 წუთში დავასრულეო, მეც დაახლოებით ასე დამემართა J.

ჩემი დღევანდელი პრაქტიკა

ყველაზე მეტად რაც მეამაყება ეს “ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი "იდილიაა”, სხვა წარმატებებთან ერთად  ეს ჩემთვის გამორჩეული სივრცეა. გარემო სადაც კლიენტთან ერთად ვრჩები, სადაც ვცდილობ დავინახო, ვიგრძნო რა აწუხებს, შემდეგ დავანახო და დავეხმარო. ეს ის პროცესია რომელიც ძალას ენერგიას სტიმულს მაძლევს.

ვმუშაობ   ზრდასრულებთან ინდივიდუალურად   და წყვილებთან. თემები რითაც მომმართავენ არის: კონფლიქტები, სტრესი, კომუნიკაციის სირთულეები, საკუთარ თავში დაურწმუნებულობა, სხეულებრივი ჩივილები, სიმპტომები, დეპრესიული მდგომარეობა....

 ვზრუნავ როგორც კლიენტებზე ასევე საკუთარ თავზე და ამიტომ ვმუშაობ სუპერვიიზიით(კონსულტაცია კლიენტის პრობლემასთან დაკავშირებით კოლეგასთან ) და გავდივარ პირად ფსიქოთერაპიას.

მუდმივადმ ვმონაწილეობ საერთაშორისო პროფესიული ტრენინგებში  კვლიფიკაციის ასამაღლებლად.

კლიენტებთან ვმუშაობ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. სამუშაო კვირის  სხვა დღეებს სტუდენტებთან ურთიერთობას ვუთმობ. პერიოდულობით ვატარებ ტრენინგ პროგრამას - “გახდი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, აიმაღლე თვითშეფასება”.

შაბათ-კვირას  შვილებთან ვარ, როგორც უმრავლეს დაკავებულ დედას მეც პერიოდულად მაქვს განცდა, რომ იაზე მეტი დრო უნდა დაუთმოს შვილებს ვიდრე ვახერხებ.

პოზიტიური ენერგიით სავსე კვირის დასაწყისიდან გელოდებით მათ ვინც თვლით, რომ შემიძლია დაგეხმაროთ.

სპეციალობა:   ფსიქოლოგი; ფსიქოთერაპევტი

სამეცნიერო ხარისხი: ფსიქოლოგიის აკადემიური დოქტორი

თანამდებობა:  სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის (ფაკულტეტის) სრული პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

საქმიანობა:

    • 2010 წელი ოქტომბერი - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის(ფაკულტეტის) გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.
    • 2009 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური; ფსიქოლოგი
    • 2010 - თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი, სამედიცინო ფსიქოლოგიის სალექციო კურსი;
    • 2010 - ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი „ იდილია “ ხელმძღვანელი, დამფუძნებელი;
    • 2005-2006 - საქ. ბიოეთიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება. ჯანდაცვის ომბუცმენი - მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (დონორი OXFAM საქართველო);
    • 2005-2006 - თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, სამედიცინო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი;
    • 1997-2003 - თბილისის საერთაშოისო უნივერსიტეტის ლექტორი, იურიდიული ფსიქოლოგიის სალექციო კურსი;
    • 1999 - ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
    • 1996-1997 - საქ.  მეცნიერებათა აკადემიის თბილისის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების უმცროსი ლაბორანტი

 

სამეცნიერო პუბლიკაციები:

სტატიის დასახელება ჟურნალის დასახელება/სამეცნიერო კონფერენცია, კონგრესი გამოცემის წელი
"Characteristic Features of Psychic status, self-Evalution and Traumatic stress Factors in Patients with Renal Failure." მეცნიერებათა აკადემიის
"მოამბე"; ტომი - 162 #3
2000
"Psychological Peculiarities of Patients with Renal Failure who undergo hemodialysis in Relation to The Alexithymia Concept." თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 
"Medical News" N#11(92)
2002
"დეპრესია ჰემოდიალეზზე მყოფ პაციენტებთან" მეცნიერული საზოგადოების განვითარების ფონდი პერიპდული სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტი"; #2(19) 2004
"The Quality Life of the Patients (under hemo-dialysis) with renal failure" მეცნიერებათა აკადემიის
"მოამბე"; ტომი - 170 #1
2004
“თირკმლის დონორები - როგორია მათი ცხოვრების ხარისხი დონაციის შემდეგ” European Hospital – online 2008
Long-term follow-up of kidney donors: quality of life after donation. N. Maglakelidze, T. Pantsulaia, L. Managadze, A.  Chkhotua. ევროპის ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის XIII კონგრესი. პარიზი, საფრანგეთი. 2009
“თირკმელგადანერგილ და დიალიზზე მყოფ პაციენტთა ცხოვრების ხარისხის შედარებითი ანალიზი” ტრანსპლანტოლოგთა XXIII საერთაშორისო კონგრესი, კანადა მიღებულია თანხმობა პოსტერის პრეზენტაციაზე Abstract ID – 776. 2010
“თირკმლის დონორების ხანგრძლივ ვადიანი კვლევა - ცხოვრების ხარისხის შეფასება SF-36, GBB-24 და Bf-S კითხვარებით.” ტრანსპლანტოლოგთა XXIII საერთაშორისო კონგრესი, კანადა მიღებულია თანხმობა პოსტერის პრეზენტაციაზე Abstract ID – 823 2010
Assessment of health-related quality of life in renal transplant recipients and dialysis patients. N. Maglakelidze, T. Pantsulaia, I. Tchokhonelidze, L. Managadze, A.  Chkhotua ევროპის უროლოგთა ასოციაციის XXIV კონგრესი. ბარსელონა, ესპანეთი 2010

თეზისები:

  • ვ. ნორაკიძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია. თეზისი _ "თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტთა ფსიქოლოგიური თავისებურებები". 1999 წ. - ავტორი.
  • დ. უზნაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია. თეზისი - "წინამდებარე ჯირკვლის ადენომით დაავადებულ პაციენტთა ფსიქიკური სტატუსის, თვითშეფასების და მატრამვირებელი სტრესული ფაქტორების თავისებურებები." 1999 წ. - ავტორი.

სამეცნიერო, პროფესიული გრანტები

    • კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და მათი ოჯახების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია  2010
      donorebi:   Save The Children;  ECHO
    • ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია, პროექტი -  “ზიანის შემცირების პროგრამების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება” პროექტის ავტორი და დირექტორი 2009-2010
    • კრიზისული ინტერვენცია(დევნლთა ანკეტირება, საჭიროებების კვლევა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის  აღწერა)  ღია საზოგადოება საქართველო; 2008
    • USAID-ის, პროექტი “ჰარმონია” - “ოჯახური ძალადობისადმი საზოგადოების დამოკიდებულების ფსიქო-სოციოლოგიური კვლევა” 2001-2002
    • გაეროს “UNISEF”-ის გრანტის მფლობელი, პროექტი - "ნარკომანიისადმი მოზარდთა დამოკიდებულების ფსიქო-სოციალური კვლევა, პროფილაქტიკა ფსიქოლოგიური კონსულტირება" - მონაწილე სპეციალისტი. 2002წ
    • ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" გრანტის მფლობელი, პროექტი - "პუბერტატი და ფსიქო-სექსუალური პრობლემები" 1999წ

 

სერთიფიკატები, პროფესიული ტრეინინგები:

    • რუმინულ - ბრიტანული საერთაშორისო ტრენინგი - საზოგადოებრივი ურთიერთობები და ორგანიზაციული მენეჯმენტი -  ტრენინგის მონაწილე. (Know How Fond- 1997წ)
    • აშშ-ს საერთაშორისო კომუნიკაციების ინსტიტუტის და აზერბაიჯანის ფსიქოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციის "პოსტ ტრავმატული სტრესი და მისი დაძლევის გზები". მონაწილე სპეციალისტი. ბაქო, 2002 (5-20 ივლისი)
    • აშშ-ს საერთაშორისო ჯანდაცვის ალიანსი - ეთიკური და სამართლებლივი საკითხები სოციალური სამსახურის სფეროში. მონაწილე სპეციალისტი. (2003წ.)
    • ფსიქო-ნეფროლოგიური ტრენინგ ინსტიტუტი სემინარი-ნეფროლოგიურ პაციენტთა ფსიქოსომატური თავისებურებები ფორუმის მონაწილე. 2005წ
    • “ფ. პერლსის გეშტალტთერაპია ფსიქლოგიური ტრენინგ ჯგუფი”- ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია 2006წ
    • ა. ბოალოს დათრგუნულთა თეატრის გამოყენება ფსიქოთერაპიაში- ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია 2008წ
    • არტ-გეშტალტ თერაპია ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია 2008წ
    • ბრიტანული ორგანიზაცია Uncomon Knowledge-ის  ინტერნეტ პროგრამის (self confidence program)  მონაწილე 2009წ.

 

სასწავლო თერაპიული ტრენინგ პროგრამების ავტორი, ტრენერი:

  • შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დიპლომის შემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის -”კლინიკური  ფსიქოლოგიის პრაქტიკული ასპექტები”- პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი. 2002წ;
  • ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია (1997წლიდან დღემდე): კომპლემენტარული ფსიქოთერაპიული ტრენინგი; პრობლემაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული ტრენინგი; თვით დარწმუნებულობის ტრენინგი.

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

რეკლამა