ჩვენ გვყავს 1 სტუმარი ხაზზე
საკვირაო ტრენინგ-კლუბი ბავშვებისთვის ბეჭდვა ელფოსტა

ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული თქვენგანის აზრს და  გამოცდილებას!
ჩვენ გიქმნით სასურველ გარემოს..

ტრენინგ კლუბის  7-8 წლიან ბავშვთა ჯგუფმა დაასრულა მუშაობა.

აპრილის დასაწყისში  შეხვედრები შედგება კვლავ 7-8 წლის და 11-12 წლის ბავშვთა ჯგუფებთან. სხვა ასაკობრივ ჯფუფში კვლავ გრძელდება წინასწარი ჩაწერა.

1

 

                                                                          მშობლებო შეგახსენებთ...

 

ტრენინგი არ ჰგავს სასკოლო გაკვეთილს. ბავშვები სხედან არა მერხებთან, არამედ წრეში.  ასრულებენ სახვადასხვა ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებს, მონაწილეობენ კარგად ორგანიზებულ თამაშებში,  ხატავენ, ძერწავენ.  მუშაობისას აქტიურად ვიყენებთ არტთერაპიის  სხვადასხვა სახეობას, მათ შორის ზღაპარ-თერაპიას.

4444

მუშაობის პროცესი ბავშვებს უნვითარებს  წარმოსახვის  უნარს, ამდიდრებს მათ შინაგან  სამყაროს და ინტელექტუალურ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. შეხვედრები მიმართულია კონკრეტული პრობლემის მოგვარებისთვის და ამდენად გააჩნია თერაპიული ეფექტი.  ჯგუფში მეგობრული ატმოსფეროა, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის და გამოხატვის უფლება. ბავშვები პოულობენ ახალ მეგობრებს. ჩვენ ვზრუნავთ შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ბავშვმა შესძლოს საკუთარ პრობლემის შესახებ საუბარი, გაზიარება. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, გულთან ახლოს მიგვაქვს თითოეული საკითხი, ვურჩევთ და ვეხმარებით მათ.

 

3

ჩვენი შეხვედრები ეხმარებიან ბავშვს გაიზარდოს ფსიქოლოგიურად, გახდეს დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ადამიანი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: სრული სატრენინგო კურსი გულისხმობს თორმეტ შეხვედრას, კვირაში ერთხელ. ტრენინგის მიმდინარეობა– 1სთ და 30 წთ. ჯგუფი 9–10 ბავშვისგან შედგება.

ასაკობრივი კატეგორიები:       

  • 4–დან 5 წლამდე;
  • 6–დან 7 წლამდე;
  • 8–დან 9 წლამდე;
  • 10–დან 11–წლამდე;
  • 12-დან 13-წლამდე.                    


საკონტაქტო ინფორმაცია: 219 50 03;  5 58 14 14 28  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს   www.idilia.ge

.